ავტო დითეილინგის სერვისები თბილისში

Brilo გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ავტო დითეილინგს — სალონის ღრმა ქიმწმენდიდან ძრავისა და ექსტერიერის მოვლამდე. ყოველი სერვისი სრულდება გერმანული Kärcher-ის პროფესიონალური ქიმწმენდის აპარატურითა და Koch-Chemie-ს პრემიუმ ხაზის დითეილინგ ხსნარებით.

ჩვენი სერვისები

ავტომობილის სალონის ქიმწმენდის პროცესი მიკროფიბრის ქსოვილითა და ფუნჯით

სალონის ქიმწმენდა ორთქლით

სავარძლების, ჭერის, იატაკისა და საბარგულის ღრმა ქიმწმენდა ცხელი ორთქლით. ბაქტერიების, უსიამოვნო სუნისა და ჩამჯდარი ლაქების სრული მოცილება.

რეგულარულისტანდარტულიპრემიუმი
სრულად
დითეილინგით დამუშავებული პერფორირებული ტყავის სავარძელი დეკორატიული ნაკერით

ტყავის სალონის წმენდა და კონდიცირება

ტყავის სავარძლებისა და დეტალების პროფესიული წმენდა, ღრმა კვება და დაცვა. ტყავს უბრუნდება ელასტიკურობა, სირბილე და პირვანდელი იერსახე.

სტანდარტულიპრემიუმი
სრულად
ავტომობილის ძრავის განყოფილება ღია კაპოტით

ძრავის ორთქლით წმენდა

ძრავის განყოფილების უსაფრთხო წმენდა მშრალი ორთქლით. ზეთის, მტვრისა და ნადების მოცილება ელექტრონიკის დაზიანების რისკის გარეშე.

სტანდარტულიპრემიუმი
სრულად
ავტომობილის დისკებისა და საბურავების დითეილინგ წმენდა რბილი ფუნჯით

ექსტერიერის დითეილინგ რეცხვა და პლასტმასის აღდგენა

მრავალფაზიანი დელიკატური ხელით რეცხვა, კირის, ბიტუმისა და ფისის ლაქების მოცილება. გარე პლასტმასის განახლება და დაცვა.

რეგულარულისტანდარტულიპრემიუმი
სრულად
წყლის წვეთების ჰიდროფობური ეფექტი ავტომობილის საქარე მინაზე

მინებიდან კირის მოცილება და კერამიკული საფარი (ანტიწვიმა)

ჩამჯდარი კირის, წყლის ლაქებისა და ნადების სრული მოცილება. კერამიკული ანტიწვიმა საფარი უზრუნველყოფს იდეალურ ხედვას ნებისმიერ ამინდში.

პრემიუმი
სრულად

გსურთ თქვენი ავტომობილის სრულყოფილი განახლება?

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ჩვენი სტუდია დიდ დიღომშია.